“ქართული ოცნების” წევრების გამოხმაურება

29 ნოე 2024

როცა სამართალდამცველებს  აგინებენ და ნივთებს ესვრიან, თავის შეკავება რთულია - ასე გამოეხმაურა გუშინდელ აქციას  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

ლევან მაჭავარიანი მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი კანონის ფარგლებში გამოხატონ.

ნინო წილოსანის განცხადებით კი პროცესები და პროვოკაციები, რაც აქციაზე ვითარდებოდა,  აქციას არამშვიდობიან სახეს აძლევდა.