გასვლითი სემინარი

17 აპრ 2017

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ქობულეთის მუზეუმმა  კვირეული გახსნა,  რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს ისტორიულ ადგილებზე გასვლითი სემინარები ჩაუტარდებათ. კვირეული პეტრას ციხის მონახულებით გაიხსნა. სულ 10-მდე ძეგლის მონახულება იგეგმება.