29 ნოე 2024
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვრცელდება ცალკეული თანამშრომლების განცხადება. თუმცა ეს არ არის მაუწყებლის ოფიციალური პოზიცია.
"მაყურებლების ინტერესებიდან გამომდინარე, ვრჩებით პოლიტიკის ნეიტრალურ გამშუქებლად. ჩვენ ობიექტურ და მიუკერძოებელ ჟურნალისტიკას ვქმნით და ვართ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის ერთგული. რაც დაცლილია ყოველგვარი პოლიტიკური პრეფერენციებისგან”, - წერია განცხადებაში.