პროტესტი თბილისში - როგორია დაშავებულების მდგომარეობა

29 ნოე 2024

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაპირისპირებისას სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად დაშავდა აქციის ათეულობით მონაწილე, მათი ნაწილი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები, რომელთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, აქციაზე დაშავდა 32 სამართალდამცველიც.
როგორ ვითარდებოდა პროცესები მთელი ღამის განმავლობაში და როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა.