რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაღუპულია ოთხი ადამიანი

01 დეკ 2024

რუსმა სამხედოებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დნეპროპეტროვსკის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაიღუპა ოთხი ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

დაზარალებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათგან ექვსი მძიმე მდგომარეობაშია.

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევზეც. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.