რუსთაველზე მიმდინარე აქციისას პარლამენტის შენობა დაზიანდა

01 დეკ 2024

თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციისას პარლამენტის შენობა დაზიანდა.

ფაქტის ამსახველი ფოტო მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

დაზიანებულია, როგორც შენობის ფასადი, ასევე, შიდა სივრცეც.

პარლამენტის შენობაში ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია შიდა ინვენტარი.