ომბუდსმენის განცხადება

01 დეკ 2024

სახალხო დამცველის აპარატმა ბოლო სამ დღეს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული/დაშავებული 125 პირი მოინახულა.

ომბუდსმენის ინფორმაციით,  30 ნოემბერს 44 დაკავებულიდან 38-მა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა, რეაგირება არ ისურვა 11-მა.

26 დაკავებულს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა, უმეტესად, დაზიანებები ხილულად სახის არეში აღენიშნებოდათ.