01 დეკ 2024
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს, 14 პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას შსს ადასტურებს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე მოუწოდა, პროტესტის გამოხატვისას არ გასცდენოდნენ კანონით დადგენილ ნორმებს.