მთავრობის სხდომა - პრემიერ-მინისტრის გზავნილები

02 დეკ 2024

,,არსებობს წინასწარ გაწერილი რევოლუციის გეგმა“-განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებამდე ირაკლი კობახიძე ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურის თქმით საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ შედგა და არც არასდროს შედგება.