მოსწავლეების პროტესტი

03 დეკ 2024

პროევროპული აქცია ევროპის მოედანზე - ბათუმელი მოსწავლეების გაფიცვა გრძელდება. ,,ჩვენი კურსი თავიდან ბოლომდე ევროპულია“ - აცხადებს გაფიცული მოსწავლეების ნაწილი, რომლებიც აპროტესტებენ ხელისუფლების  28 ნოემბრის გადაწყვეტილებას.

ერთდროულად რამდენიმე სკოლის, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეები შეიკრიბნენ დღეს ევროპის მოედანზე ტრანსფარანტებით ხელში.