დავით კეზერაშვილმა ჯარის ბიუჯეტი გაფლანგა - იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ავრცელებს

05 დეკ 2024

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია, - ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში დღეს 15:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული.