ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი

06 დეკ 2024

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხანში უნდა დაიწყოს ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი. საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს.

გვარამია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. იგი ''დროას'' ოფისთან 4 დეკემბერს, იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.

ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.