სასამართლომ ნიკა გვარამიას 12 დღით პატიმრობა შეუფარდა

06 დეკ 2024

თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გვარამია პარტია ''დროას'' ოფისთან 4 დეკემბერს, იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.

ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.