სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

07 დეკ 2024

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეხვედრის შესახებ, სოციალურ ქსელში, თავად, სალომე ზურაბიშვილმაც დაწერა.

„გმადლობ, პრეზიდენტო ზელენსკი, ქართველი ხალხის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის გაიმარჯვებს – ამას ალტერნატივა არ აქვს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში.

სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით საფრანგეთში დღეს გაემგზავრა.