სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

07 დეკ 2024

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", - აღნიშნულია განცხადებაში.