სხვადასხვა პირის ცემის ფაქტზე, მათ შორის კობა ხაბაზის მიმართ თავდასხმაზე, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები კი საგამოძიებო სამსახურშია გადაგზავნილი - შსს

07 დეკ 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა პირის ცემის ფაქტზე, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი, უწყებამ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტებს შორისააკობა ხაბაზზე თავდასხმის შემთხვევაც.

რაც შეეხება „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, შსს-ს ცნობით, ფაქტები შესაბამის სამსახურშია გადაგზავნილი. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული.

ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში ორ ადამიანს.