08 დეკ 2024
აქციაზე დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები. ისინი, სიმბოლურად, სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან შეიკრიბნენ. მაუწყებლის ჟურნალისტები გმობენ ძალადობას, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებზე. მათი განცახდებით, მნიშვნელოვანია მიეცეთ ჟურნალისტებს პროფესოული საქმიანობის უსაფრთხო გარემოში განხორციელების საშუალება.