უნგრეთმა ზურაბ ადეიშვილს უცხო ქვეყნის დევნილის სტატუსი მოუხსნა

09 დეკ 2024

უნგრეთის პოლიციის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქმეების სამმართველოს ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს უცხო ქვეყნის დევნილის სტატუსი 2024 წლის 4 ოქტომბერს მოუხსნეს. აღნიშნული ნათქვამია წერილში, რომელიც უნგრეთში საქართველოს საელჩოში მიიღეს. ამავე წერილის თანახმად, უნგრეთის მთავრობისთვის ზურაბ ადეიშვილის ამჟამინდელი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.