ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისის გამო 10 დეკემბრიდან სკოლები და ბაღები დაიხურება

09 დეკ 2024

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისის გამო 10 დეკემბრიდან სკოლები და ბაღები დაიხურება - ამის შესახებ ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ გააკეთა.

არსებული ინფორმაციით, სასწავლო პროცესი 11-დან 17 დეკემბრის ჩათვლით შეჩერდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ინალ გაბლიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღება სკოლებისა და საბავშვო ბაღების გათბობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია.