პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელს მოუსმინეს

18 აპრ 2017

ეს დაპირისპირება სხდომის დახურვის საკითხს მოჰყვა. დეპუტატების ერთი ნაწილი ითხოვდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიშის წარდგენა ღია  ყოფილიყო. ვახტანგ გომელაურს პარლამენტში დახურულ ფორმატში, თითქმის 4 საათია უსმენენ. უმრავლესობის შეკითხვები ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ტერორიზმის საფრთხეებს, უმცირესობის  კი  ე.წ-ლი მოსმენების კანონს ეხება.