ევროკავშირის პრესსპიკერი - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება

10 დეკ 2024

''ქართული ოცნების” მოქმედების კურსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება გამოიწვია, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი აკეთებს, რითაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, ევროკავშირი 16 დეკემბერს დამატებით ზომებს განიხილავს.ასევე, ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ მოუწოდებს.