სირია პოლიტიკური დასტაბილურების მოლოდინში

11 დეკ 2024

„სირიის ეროვნულმა არმიამ“ და თურქეთისგან მხარდაჭერილმა სხვა სამხედრო ჯგუფებმა ქვეყნის ჩრდილოეთში ქალაქი მანბიჯი დაიკავეს. მანბიჯში დაპირისპირება „სირიის ეროვნულ არმიას“ და ქურთულ სამხედრო ჯგუფებს შორის ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სირიის ახალმა მთავრობამ კი ბიზნესის ლიდერებს განუცხადა, რომ ისინი თავისუფალი ვაჭრობის მოდელს მიიღებენ და ქვეყნის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციაზე იზრუნებენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.