ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი - „ქართული ოცნების“ შეფასება      

12 დეკ 2024

ევროპარლამენტარებს არ გააჩნიათ არავითარი ინტერესი, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ასეთია ქართული ოცნების წევრების შეფასება დელეგაციის ვიზიტზე.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ევროდეპუტატები მხოლოდ იმათთან მართავენ აუდიენციებს, ვის ინტერესებსაც ატარებენ და ვისაც ლობირებენ.