სირია ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ

12 დეკ 2024

სირიელი ამბოხებულები ქვეყანაში ასადის რეჟიმის დროს მოქმედი ციხეების დახურვას და იმ მაღალჩინოსანთა სიების გამოქვეყნებას გეგმავენ, რომლებსაც ბრალი ედებათ "სირიელი ხალხის წამებაში". ამბოხებულთა ლიდერმა აბუ მუჰამედ ალ-ჯულანმა განაცხადა, რომ ის დაშლის ყოფილი რეჟიმის უსაფრთხოების ძალებსაც.
ამბოხებულები ქიმიური იარაღის მარაგების დადგენასაც ჰპირდებიან დასავლეთს, რასაც პენტაგონი მიესალმება. აშშ-ი და ისრაელი შიშობენ, რომ ასადის რეჟიმის შემდეგ ეს იარაღი ტერორისტების ხელში არ აღმოჩნდეს.