ჟურნალმა Time-მა დონალდ ტრამპი 2024 წლის ადამიანად დაასახელა

13 დეკ 2024

ჟურნალ Time-ის მიერ წლის ადამიანად ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დასახელდა. დონალდ ტრამპს ეს წოდება ჟურნალმა 2016 წელსაც მიანიჭა.

"ეს არის უდიდესი პატივი, ვფიქრობ, ამჯერად უფრო მომწონს," - თქვა "რესპუბლიკელმა" არჩეულმა პრეზიდენტმა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გამართულ ცერემონიაზე.