ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

14 დეკ 2024

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად საარჩევნო კომისიამ 224 ხმით აირჩია.