სომხეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

15 დეკ 2024

სომხეთის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

როგორც ხაჩატურიანი აცხადებს, გამოხატავს სრულ მხარდაჭერას და მზადყოფნას, ითანამშრომლოს სომხურ-ქართული ტრადიციულად ძმური ურთიერთობების სასარგებლოდ.

„ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. გამოვხატავ სრულ მხარდაჭერას და მზადყოფნას, ვითანამშრომლო სომხურ-ქართული ტრადიციულად ძმური ურთიერთობების სასარგებლოდ. პრეზიდენტს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებ“, – წერს სომხეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.