პრემიერ-მინისტრის თქმით ტყუილია თითქოს ქართული ენის ცოდნა საჯარო სამსახურში არ იქნება მოთხოვნადი

16 დეკ 2024

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სრული „ფეიკი“ და ჩვეულებრივი ტყუილია“ ინფორმაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.