რუსთაველის გამზირზე აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს

16 დეკ 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, სამართალდამცავებმა ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო.

ცნობისთვის, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები ჯერ მეტროში დაუპირისპირდნენ მგზავრებს და შემდეგ რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით წავიდნენ, რა დროსაც კიდევ რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.