კახა კალაძის განცხადებით მოლაპარაკებების გახსნის დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზად არიან

17 დეკ 2024

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: - დადონ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და დღესვე ვაწერთ ხელს! არანაირი პრობლემა არ არის - ჩვენ მზად ვართ! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

კალაძის თქმით, „როგორც კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით იყო შანტაჟი და მუქარა, იმავე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა - არ გახსნასთან დაკავშირებით ხდებოდა“.