ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები ამით დასრულდა - მდინარაძე

18 დეკ 2024

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანის ვიზიტით და ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან შეხვედრით, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები დასრულდა.

„მგონი, აქ ძალიან მოკლე პასუხია საჭირო – ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ხელზე იხვევდნენ, საუბარი ალბათ ვეღარ გაგრძელდება, რადგან ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს. როგორც ვიცი, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა, შეიძლება ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები ამით დასრულდა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიხესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.