გახარიას მიმართვა საჯარო მოხელეებს

18 დეკ 2024

პარტია საქართველოსთვის ლიდერი საჯარო მოხელეებს მიმართავს.  გიორგი გახარიამ მოუწოდა მათ - დაარღვიონ დუმილი.  რადგან მათი  დუმილი დააზიანებს  მომავალს. ყოფილი პრემიერის თქმით, ოცნებას არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მძევლად აჰყავს საჯარო სექტორი. მისი განცხადებით, ქართულმა ოცნებამ საჯარო სექტორისთვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა.