პრეზიდენტს იპოთეკით დაზარალებულები შეხვდნენ

19 აპრ 2017

ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან“ საქართველოს პრეზიდენტს, იპოთეკით დაზარალებულთა ჯგუფი შეხვდა. მათ პრეზიდენტს შეღავათიან სესხებთან დაკავშირებით დაპირება შეახსენეს. გიორგი მარგველაშვილმა ოჯახებს დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ იპოთეკით დაზარალებულებზე სესხების გაცემა რთულ პროცედურას წარმოადგენს.