უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის წარმომადგენელს კიევში იანვარში ელოდებიან

19 დეკ 2024

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალ სპეციალურ წარმომადგენელს კიევში იანვარში ელოდებიან. ინფორმაცია ჟურნალისტებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუდასტურა. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი გასულ თვეში დაასახელა.