ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადება ოპოზიციაზე

20 დეკ 2024

გენერალურმა მდივანმა საქართველოში ყოფნისას შეხვედრები სხვადასხვა მხარესთან გამართა. მოუსმინა ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, დაშავებულ ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს. ოპოზიციიდან მასთან შეხვედრის სურვილი არ გამოთქვა კოალიცია ცვლილებებმა. რატომ - ეს თავად ნიკა გვარამიას კითხეთ, თქვა ალენ ბერსემ დღეს. ამბობს რომ იყო მზად ყველასთან შესახვედრად და ყველას მოსასმენად.