ტრამპი ანტინარკოტიკულ კამპანიას აანონსებს

23 დეკ 2024

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა   განაცხადა, რომ ის დაიწყებს ახალ ანტინარკოტიკულ  კამპანიას, რათა აჩვენოს ფენტანილის მსგავსი ნარკოტიკების მიღების ფიზიკური გავლენა. ტრამპმა კიდევ ერთხელ  დაიმუქრა, რომ მექსიკურ ნარკოკარტელებს ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადებს. ვარაუდობენ, რომ წელს 50-დან 60 ათასამდე ამერიკელი დაიღუპება სინთეზური ოპიოიდების ჭარბი დოზირების გამო, უმეტესობა ფენტანილის ან მჭიდროდ დაკავშირებული ნარკოტიკების მიღებით.