ხულოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

23 დეკ 2024

ხულოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 35 475 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წელს დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 5 861 300 ლარით მეტია. 

პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ხულოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული:

  • ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია - 12 901 963 ლარი;
  • დასუფთავება და გარემოს დაცვა - 1 702 498 ლარი;
  • განათლება - 6 986 103 ლარი;
  • კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი - 4 245 104 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 3 536 264 ლარი.