არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ძმები, რეზო და ფირუზ წულუკიძეები შეიწყალა

24 დეკ 2024

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  ძმები, რეზო და ფირუზ წულუკიძეები შეიწყალა. ოჯახის წევრის ინფორმაციით, მათ საპატიმრო დაწესებულება გუშინვე დატოვეს. ძმებ წულუკიძეებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

გამოძიების ვერსიით, ძმები – წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე-სულ 7 პირი, რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულები კი აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების გამოყენებით პროვოკაცია მოუწყო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ  9 პირი შეიწყალა.