ეუთო/ოდირის ანგარიში ადასტურებს დანიის შეშფოთებას საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 

24 დეკ 2024

ეუთო/ოდირის ანგარიში ადასტურებს დანიის შეშფოთებას საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით, - აცხადებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი. 

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას საქართველოში დანიის საელჩო ავრცელებს.

„საქართველოს არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიში ადასტურებს დანიის შეშფოთებას წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის, ამომრჩეველთა ფართო ხასიათის მქონე დაშინებასა და ხმების ყიდვის შესახებ“, - წერს დანიის საელჩო სოციალურ ქსელში.