24 დეკ 2024
12 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა თურქეთში, ერთ-ერთ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაციას „სიენენ თურქი“ ავრცელებს.
შემთხვევა თურქეთის დასავლეთით, ქალაქ ბალიქესირში მდებარე ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში მოხდა.
რეგიონის გუბერნატორის, ისმაილ უსტაოღლუს განცხადებით, მომხდარს მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა ზუსტი რიცხვი არ დაუსახელებია.