ტრაგედია ყაზახეთში

25 დეკ 2024

ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერა ხელი. გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას სამგზავრო ლაინერის 67 მგზავრიდან 32 გადაურჩა.
დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.