სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის შედეგად 122 ადამიანი დაიღუპა

29 დეკ 2024

სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 122 ადამიანი.

ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა.

მაშველებმა ამ დროისთვის ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს.

Jeju Air-ის თვითმფრინავი ტაილანდიდან, ბანგკოკიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვების დროს კი ბილიკიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. წინასწარი ვარაუდით, ავარია ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია.