დღევანდელი დღე დამთავრდა, ხვალიდან გეტყვით ყველაფერს - სალომე ზურაბიშვილი

29 დეკ 2024

დღევანდელი დღე დამთავრდა, ხვალიდან გეტყვით ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სვეტიცხოვლის ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ხვალიდან გეტყვით ყველაფერს, დღეს დამთავრდა დღევანდელი დღე, მადლობა ყველას“, – თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას დაესწრო.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ ორბელიანების რეზიდენციას ტოვებდა.

სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა.