სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 175-მდე გაიზარდა

29 დეკ 2024

სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 175-მდე გაიზარდა. 

როგორც უცხოური მედია იტყობინება, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 1 500-ზე მეტი თანამშრომელი.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევას გადაურჩა ეკიპაჟის ორი წევრი. 

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ჩოი სანგ-მოკმა ტერიტორია სპეციალური კატასტროფის ზონად გამოაცხადა.

ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა.

Jeju Air-ის თვითმფრინავი ტაილანდიდან, ბანგკოკიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვების დროს კი ბილიკიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. წინასწარი ვარაუდით, ავარია ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია.