სახალხო დამცველის აპარატის გამოხმაურება

29 დეკ 2024

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ადგენენ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს და მოინახულებენ ყველა იმ პირს, რომელიც გადაყვანილი იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორებში, – ამის შესახებ სახლახო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულ რეჟიმში აკვირდება აქციების მიმდინარეობას, მოქმედებს ცხელი ხაზი 1481.

 

სახალხო დამცველის აპარატი დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.