მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში - ირაკლი კობახიძე

29 დეკ 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში.

„ინაუგურაციას ვულოცავ საქართველოს ახალ, მეექვსე პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს. ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. ვუსურვებ მას ბევრ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებაში საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ”,- წერს პრემიერ-მინისტრი.