ლევან ხარანაული იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა

31 დეკ 2024

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან ხარანაული დანიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან ხარანაული სამართლის დოქტორი და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; არის არაერთი სამეცნიერო კვლევისა და მონოგრაფიის ავტორი.