უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა

31 დეკ 2024

უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომაზე, ცოტა ხნის წინ მიიღეს.

თორნიკე რიჟვაძესა და წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელია. 

  • ჯაბა ფუტკარაძე – ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი;
  • ზაზა შავაძე – სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  • მაია ხაჯიშვილი – განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;
  • ნინო ნიჟარაძე – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

სხდომაზე  თორნიკე რიჟვაძემ,  გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.