„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შავი ყუთების გასაშიფრად ბრაზილიაში სპეციალისტები ჩადიან

31 დეკ 2024

სპეციალისტები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ბრაზილიაში ჩავლენ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფვრაში, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შავი ყუთები ბრაზილიაში სამშაბათს ჩავა. „სამუშაოს დასრულების შემდეგ, მოპოვებული მონაცემები გადაეცემა ყაზახეთის საავიაციო შემთხვევების გამოძიების დირექტორატს, ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ამ კატასტროფის გამოძიებაზე“, - აცხადებენ ბრაზილიის საჰაერო ძალებში.
25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.