შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს

03 იან 2025

მცირე საოჯახო ტიპის სახლში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს ჯანდაცვის მინისტრმა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

უწყების ინფორმაციით,  სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი ბავშვების საჭიროებებზეა მორგებული, უზრუნველყოფს 24 საათიან ზრუნვას, საექთნო მომსახურებასა და ფსიქოსოციალურ დახმარებას.